სირიაში, აფრინში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რეგიონი ბოლო პერიოდში 48 ათასმა ადამიანმა დატოვა
სირიის ჩრდილოეთით, აფრინის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რეგიონი ბოლო ორ თვეში 48 000 ადამიანმა დატოვა. დევნილების შესახებ ინფორმაცია გაერო-ს ლტოლვილთა საბჭომ გაავრცელა. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში – აღმოსავლეთ ღუტასა და აფრინის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, რასაც საერთო ჯამში, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200 000 ადამიანი კი აღმოსავლეთ ღუტასა და აფრინში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
სირიის სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. კონფლიქტს ნახევარ-მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.