სირიაში, აფრინში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რეგიონი ბოლო პერიოდში 48 ათასმა ადამიანმა დატოვა

18:38, 17.03.2018

სირიის ჩრდილოეთით, აფრინის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რეგიონი ბოლო ორ თვეში 48 000 ადამიანმა დატოვა. დევნილების შესახებ ინფორმაცია გაერო-ს ლტოლვილთა საბჭომ გაავრცელა. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში – აღმოსავლეთ ღუტასა და აფრინის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, რასაც საერთო ჯამში, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200 000 ადამიანი კი აღმოსავლეთ ღუტასა და აფრინში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

სირიის სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. კონფლიქტს ნახევარ-მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი