„სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია

საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინა შემოვიდა. ქვეყანამ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. „სინოფარმის“ მსგავსად, სინოვაკის ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული და გვერდითი მოვლენების სიმცირით გამოირჩევა, თუმცა, ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, ამიტომ ქვეყანა მის გამოყენებას არ ჩქარობს.  ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყება მასზე რეგისტრაცია და რა სამიზნე ჯგუფებზე იქნება გათვლილი აღნიშნული ვაქცინა.

მოამბე