სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. მათი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა, დღის განმავლობაში, რვა გრადუსამდე აიწევს. ხვალიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.