ცნობილი მუსიკოსების კოლაბორაცია.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი მზადდება. ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ დირიჟორთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება.
შეკრებილი აუდიტორია შუმანის საფორტეპიანო კონცერტს და ბეთჰოვენის მეორე სიმფონიას მოისმენს.
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი 18 თებერვალს გაიმართება.