სიღნაღის თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. ჟიურიმ 13 სპექტაკლიდან საუკეთესო სამეული გამოავლინა. პირველი საპრიზო ადგილისთვის ფულადი ჯილდო – 15 ათასი ლარი, მარნეულის კულტურის ცენტრს გადაეცა. მეორე და მესამე ადგილები კი, ტყიბულისა და სამტრედიის თეატრებმა მოიპოვეს.