„ომის რეპორტიორები“

ომის რეალური ისტორიები მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება.

თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს არაერთი ქვეყნის თეატრალური დასი სტუმრობს და ქართველ მაყურებელს საკუთარ წარმოდგენას სთავაზობს. მათ შორისაა ბელგიის დასი, დოკუმენტური თეატრით. სპექტაკლში ნამდვილი ჟურნალისტები მონაწილეობენ და ყვებიან ბოსნიის ომზე, სადაც რეპორტიორებად მუშაობდნენ და მძიმე მოვლენებს პირადად აშუქებდნენ.

სპექტაკლის ჩვენება მარჯანიშვილის თეატრში 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება.