ჯონ მალკოვიჩი თბილისში

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საპატიო სტუმარი.

ჯონ მალკოვიჩი საქართველოშია. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი დღეს და ხვალ ქართველი მაყურებლის წინაშე გრიბოედოვის თეატრის სცენაზე წარდგება. ეს არის ფრანგი დრამატურგის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი დილერსა და კლიენტზე.