თუ აქამდე ფიქრობდით, რომ შეშის ღუმელი ან ბუხარი გათბობის ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაცია ახლა საპირისპიროს ამტკიცებს. კვლევა აჩვენებს, რომ შეშის ნამწვი სიმსივნური დაავადების პროვოცირებას ახდენს და უარყოფითად აისახება გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემაზეც. შეშის გარდა, შენობებში ჰაერს უხარისხო სამშენებლო მასალებიც მკვეთრად აბინძურებს. ვითარებას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ამოწმებს, რამდენად უსაფრთხოა კონკრეტული სამშენებლო მასალა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მარიამ აფციაური დაინტერესდა, რას ვსუნთქავთ შენობებში.