ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგ-პროგრამებზე მიმართვიანობა მკვეთრად შემცირებულია.
მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ არსებულ სერვისებთან ერთად გამოკვლევების პროცესში პისიარ-ტესტირების ჩართვაც იგეგმება. კვლევის ეს მეთოდი ონკოლოგიური პროცესების კიდევ უფრო ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა. პანდემიის გარდა, ექიმები მიმართვის დაბალ მაჩვენებელს არასათანადო ინფორმირებულობით და სკრინინგის კულტურის არ არსებობით ხსნიან. თუმცა, ადრეული დიაგნოსტიკა სიმსივნურ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა.