გულის მანკის მქონე მოქალაქეების მკურნალობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დააფინანსებენ. თუ მანამდე თანხა მიმართვის საფუძველზე გაიცემოდა, რაც ბიუროკრატიულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ახლა უკვე პაციენტი კუთვნილ დაფინანსებას გარანტირებულად მიიღებს. 18-წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 100-%-იანი დაფინანსება იქნება უზრუნველყოფილი, პენსიონერებისთვის – 90, დანარჩენებისთვის კი თანხის 70% ანაზღაურდება. გულის მანკის მქონე ადამიანებისთვის განსაზღვრული პროცედურები და ქირურგიული ჩარევები საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კლინიკებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან გაფრთხილებაც მიიღეს.