„შვიდკაცას“ და Take 6-ის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“

„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლმა „შვიდკაცამ“ რვა „გრემის” მფლობელ ამერიკულ სექსტეტთან, „თეიქ სიქსთან ერთად” ერთობლივი კონცერტი ჩაატარა.

ჯგუფი საქართველოს „ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ეწვია.

მუსიკოსებმა კომპოზიციები საკუთარი რეპერტუარიდან ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულეს.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, „შვიდკაცა“ ამ კონცერტისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. მუსიკალური საღამო ანსამბლის 20 წლის იუბილეს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.