შვიდი წლის ნატალია ბლიაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას უმძიმესი დიაგნოზი – ოსტეოგენული სარკომა დაუდგინდა. პატარას სამკურნალოდ სასწრაფოდ გერმანიაში გადაყვანა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მდგომარეობიდან გამომდინარე, პატარა ნატალიასთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ან სატელეფონო ზარის მეშვეობით. ზარის ღირებულება ერთი ლარია.