24 პაციენტის დიაგნოზი დღეს გახდება ცნობილი

15:04, 01.03.2020

დღეს 24 პაციენტის დიაგნოზი გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, სულ კარანტინში  119 ადამიანი იმყოფება, აქედან ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორისაა კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციებითაც მიმართა და ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია.

 

მსგავსი