პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რესპუბლიკურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უცვლელია – კლინიკაში ახალი პაციენტი არ მიუღიათ. ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი 43 პირიდან, ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება. ის ვირუსის დადასტურებული დიაგნოზით, საავადმყოფოში ბოლნისიდან გუშინ გადაიყვანეს.

დღეს კი კლინიკა დაახლოებით 18 ტესტის პასუხს ელოდება, მათ შორისაა როგორც ინფიცირებულთა რეტესტირების, ასევე „კოვიდ-19“-ზე საეჭვო პაციენტების კვლევის შედეგები.

დატოვე კომენტარი