შვეიცარიული აგრარული სკოლას კავკასიას წელს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.
შვიდმა სტუდენტმა ორწლიანი პროფესიული პროგრამა დაამთავრა ფერმერობის და რძის პროდუქტების წარმოების მიმართულებით. საკვალიფიკაციო გამოცდები შვიდივე სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა და სახელმწიფო პროფესიულ დიპლომები მიიღო ღონისძიებაზე დასასწრებად შვეიცარიიდან სპეციალურად ჩამოვიდა დელეგაცია, მათ შორის შვეიცარიის ყველაზე დიდი კანტონის გრაუბიუნდენის მთავრობის წარმომადგენელი, პარტნიორი სკოლა პლანტაჰოფისა და სხვადასხვა შვეიცარიული ფონდების წარმომადგენლები. სტუმრებმა ყველის საწარმო,ფერმა და სასწავლო კორპუსი დაათვალიერეს, რის შემდეგაც დიპლომების გადაცემის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.