სამედიცინო პროგრამების აკრედიტაცია

საქართველოში მოქმედი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს 2023 წლიდან, შესაძლოა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

სამედიცინო პროგრამების აკრედიტაციას კი ის ორგანო განახორციელებს, რომელიც ამ უფლებას სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან მიიღებს. ამ უფლების მოპოვებას საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ცდილობს.