შვედი ექსპერტები ბორჯომის ხეობაში ტყის მოვლა-აღდგენის საკითხებს გაეცნენ

საქართველოში სატყეო სექტორის გაცნობის მიზნით, შვედი ექსპერტები იმყოფებიან.  ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის ხეობას ეწვივნენ, სადაც ტყით სარგებლობისა და ტყის მოვლა-აღდგენის საკითხებს ადგილზე გაეცნენ.

შვედმა კოლეგებმა, ქართული მხარისგან, დარგში მიმდინარე პროცესებზე და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს. ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების პრიორიტეტულ მიმართულებებზე.