სინოპტიკოსების პროგნოზი

ბორჯომის ხეობაში მალე შესაძლოა, გაწვიმდეს. მცირე ნალექის შესახებ პროგნოზს სინოპტიკოსები აკეთებენ. მათი ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით, უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. არ არის გამორიცხული მან 40 გრადუს ცელსიუსსაც მიაღწიოს. ძლიერი ქარია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთსა და დედაქალაქში, ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე აიწევს.