შუალედური არჩევნები - ირაკლი კობახიძის განცხადება

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებას პარტიის თავმჯდომარე ეხმაურება. მისი განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.

შეზღუდული კონკურენციის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და პარტიის საარჩევნო შტაბების თანამშრომლებს მუშაობისთვის.

შეგახსენებთ, ხმის მიცემა ელექტრონულად მოხდა.