მე-11 მოწვევის პარლამენტი – პრემიერის კომენტარი

15:06, 17.11.2024

მე-11 მოწევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 25 ნოემბერს შეიკრიბებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას დაარღვევს და პირველ სხდომას არ ჩანიშნავს, ამიტომ მისივე განმარტებით, ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად, პარლამენტი ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში შეიკრიბება.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ მანდატების შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებითაც.

მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ საბოლოოდ პარლამენტში ბარიერგადალახული ყველა პოლიტიკური სუბიექტი შევა.

მსგავსი