მე-11 მოწევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 25 ნოემბერს შეიკრიბებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას დაარღვევს და პირველ სხდომას არ ჩანიშნავს, ამიტომ მისივე განმარტებით, ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად, პარლამენტი ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში შეიკრიბება.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ მანდატების შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებითაც.
მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ საბოლოოდ პარლამენტში ბარიერგადალახული ყველა პოლიტიკური სუბიექტი შევა.