შუალედური არჩევნები - ბრიფინგი ცესკო-ში

29 აპრილის შუალედურ-რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული. ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებია დანიშნული. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს აირჩევენ.