შსს-ში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ახალი დეპარტამენტი შეიქმნება - რა ფუნქცია ექნება დეპარტამენტს
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, – ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მისი ვარაუდით, დეპარტამენტში დაახლოებით 10 ადამიანი იმუშავებს. მათ ექნებათ საზედამხედველო ფუნქცია და ითანამშრომლებენ დარგში მომუშავე ორგანიზაციებთან.