გიორგი გახარია - საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოწვევები აშკარას ხდის, რომ დაყოვნების საშუალება არ გვაქვს
გიორგი გახარია - საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოწვევები აშკარას ხდის, რომ დაყოვნების საშუალება არ გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, საზღვრის დაცვაა.

„სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შს სამინისტროს სისტემაში. ის გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაფიქსირებთ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვიდგანან გვერდით. მათთან ერთად უკვე დავიწყეთ კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე სისტემური ცვლილებების მიმართულებით. მათ შორის, როგორიც არის ანალიზზე დაცული საზღვრის დაცვა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს პერსონალის კვალიფიკაცია. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გადამზადება საუკეთესო კადრების, რომელიც დღეს სისტემაში არსებობს. უნდა გამოვყოთ ის პოზიტიური კომპონენტი თანამშრომლობის საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიც სასაზღვრო დაცვა. აქ გვაქვს კარგი შედეგები და ამ მიმართულებას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი