შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვამ საერთაშორისო სწავლებაში „სი ბრიზ 2019“ მონაწილეობა მიიღო. პროცესი ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
ღონისძიების მიზანი, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის და კოორდინაციის გაუმჯობესება იყო.
წვრთნებში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი იყო ჩართული.
ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი „ოჩამჩირე“ წელს აღნიშნულ წვრთნებში პირველად ჩაერთო.
ყოველწლიური საერთაშორისო სწავლება ნატო-ს პროგრამის – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.