შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების ორი აბი ამოიღეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ნარკოლოგიური შემოწმებისას, ბრალდებულს ოპიუმის, მეტადონის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.