ნარკორეალიზატორების დაკავება

მასშტაბური სპეცოპერაცია – სამართალდამცველებმა თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. საქმეზე გამოძიება რამდენიმე მძიმე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებს კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.