გამოძიება სოცქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოზე, "ახალ კვირაში", დღეს, 21:00-ზე
ძალადობა და სასტიკი მოპყრობა მოზარდებს შორის. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემზარავი ვიდეოს გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა დაადგინეს ბულინგის მსხვერპლი არასრულწლოვანი, ასევე მოზარდები, რომლებიც მასზე ძალადობდნენ და კიდევ ერთი მონაწილე, რომელმაც ვიდეო ინტერნეტში ატვირთა.
საქმეზე გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ დრომდე არ არსებობს პრობლემის მოგვარების რეალური გზა.
„ახალი კვირის“ რეპორტაჟში ნახეთ მშობლები, რომელთა შვილებსაც თანატოლები დაუჯერებელი სისასტიკით ექცევიან.
არსებობს თუ არა გამოსავალი და ვის აქვს კითხვებზე პასუხი, დღეს საღამოს ზუსტად 9-ზე.