შშმ პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სამსახურის უფროსმა დამსწრე აუდიტორიას სამსახურის მიერ შემუშავებული შშმ პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების პროცესები გააცნო. ღონისძიების მიმდინარეობისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია წარადგინა. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საერთაშორისო პრაქტიკის განხილვას დაეთმო. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი.