დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა კვლავ რჩება პრობლემურ საკითხად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტი შშმ პირების სოციალიზაციის, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების და შრომითი უფლებების რეალიზაციისთვის, მაინც ბევრი გამოწვევა გადაუჭრელია. ეს განსაკუთრებით მწვავედ ჩანს რეგიონებში. რეპორტაჟში შეზღუდული შესაძლებლობის პირები თავად ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ.
რამდენად ადაპტირებულია ინფრასტრუქტურა, არის თუა რა დაცული მათი უფლებები და გათვალისწინებული მათი საჭიროებები, – ნინო ფისაძის რეპორტაჟი.