პროფესიულ სასწავლებლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა იზრდება.
კოლეჯებში ხუთი წლის წინ დანერგილი ინკლუზიური განათლების შედეგად შშმ მოქალაქეებს არაერთი პროფესიის დაუფლების საშუალება აქვთ. მათი ნაწილი დასაქმებასაც ადვილად ახერხებს. აღმოჩნდა, რომ, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამასთან ერთად პროფ სასწავლებლებში სტუდენტებს, სკოლებისა და უნივერსიტეტებისგან გასხვავებით, ყველაზე მეტად ადაპტირებული გარემოც ხვდებათ.