შს მინისტრის ანგარიში

მთავრობის წევრები მათი საქმიანობის ანგარიშების წარდგენას განაგრძობენ.

2020 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გამართა. ვახტანგ გომელაურმა მიმდინარე წლის გამოწვევებსა და კონკრეტული დანაშაულების მაჩვენებლებზე ისაუბრა. გომელაურმა გარკვეული დანაშაულების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზეც  გაამახვილა ყურადღება.