„შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის სექტორში“ – ამ თემაზე ამერიკის სოლიდარობის ცენტრისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს. შეხვედრაზე შრომის კოდექსში შესული ცვლილებები განიხილეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფკავშირების გაერთიანებისა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. მრგვალი მაგიდის მიზანი, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სოციალური დიალოგის ხელშეწყობაა.