მიგრაციის მაჩვენებელი არ მცირდება.
2017 წლის ოფიციალური მონაცემები სფეროს სპეციალისტებისთვის საგანგაშოა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად ქვეყანას ძირითადად 20-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეები ტოვებენ, მათი ნაწილი კი სამშობლოში აღარ ბრუნდება. ქვეყნიდან წასვლის ძირითად მიზეზად სამსახურის ძიება სახელდება. იმ რეკომენდაციებს შორის, რომლებსაც მძიმე სტატისიკის ფონზე ხელისუფლება ექსპერტებისგან იღებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.