მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია შრომის ბაზარზე.
მაშინ, როდესაც ქვეყნის მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა, ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ სხვადასხვა სფეროში პროფესიული კადრების დეფიციტია. განსაკუთრებით ეს ენერგეტიკის, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარების პროცედურა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით მარტივია, მიმართვიანობა მაინც დაბალია. ბიზნესის მხრიდან კვალიფიციურ კადრებზე მაღალ მოთხოვნას პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებიც ადასტურებენ.