საკურორტო ზონაში მოხალისეები და საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები იმყოფებიან
საკურორტო ზონაში, რომელიც ახლა მიწასთან არის გასწორებული, მოხალისეები და საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მოხალისეებმა სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს. ისინი სოფელ გლოლაში შეიკრიბნენ და იქ მყოფებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც უკვე მეოთხე დღეა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ, კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად ეხმარებიან. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს სამ ლოკაციაზე აქვთ კარვები გაშლილი.