მართლმადიდებელი ეკლესია შობას ზეიმობს. სადღესასწაულო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში აღავლინეს. სამების საკათედრო ტაძარში აღასრულა მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
შეკრებილ მრევლს ილია მეორის საშობაო ეპისტოლე გააცნეს. მსახურებას მრევლთან ერთად ხელისუფლების პირველი პირები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.