თბილისის მერის საშობაო მილოცვა

საშობაო მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს თბილისის მერიც. „შობას გილოცავთ! უწმინდესის კურთხევით დანერგილი საშობაო ტრადიცია – ფანჯრებთან დანთებული სანთელი იმ დიდი სიხარულის სიმბოლოა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განვიცდით. დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში; იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა – ჩვენს ოჯახებში! ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა! ” – წერს კალაძე.