ხვალ სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ყველა სომხურ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღევლინება. თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში დღეს ჭრაგალუიცის წირვას საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდა.
ხვალ საშობაო წმიდა წირვა სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში დილით დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ შესრულდება ტრადიციული წყალკურთხევა. პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, მრევლს, რომელიც ეკლესიაში ვერ მივიდა, წირვაზე დასწრების საშუალება ონლაინ ჰქონდათ.