ნინოობა

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდა. კათოლიკოს პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წმინდა ნინოს ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება – პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, წმინდანის გარდაცვალების დღეს.

დატოვე კომენტარი