ღვთისმშობლის შობის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო კი წირვას მახათას მთაზე, ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.