სვეტიცხოვლობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია თანამოსაყდრე შიოსთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი ილია მეორემ შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

დატოვე კომენტარი