ქრისტეშობა იზეიმეს სახარების რწმენის ეკლესიაშიაც. რელიგიურ კონფესიას 50-იანელებად მოიხსენიებენ. 50-იანული ეკლესიების კავშირი საქართველოში 80-მდე ეკლესიას აერთიანებს. ღვთისმსახურების დროს სრულდება საგალობლები და ქადაგება წმინდა წერილიდან. რელიგიური გაერთიანება საქართველოში 1914 წლიდან იღებს სათავეს.