ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა როლფ სბარაისმა ჩაატარა. წირვა რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულად და გერმანულად აღევლინა. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგებმა კი შვიდი საშობაო სიმღერა შეასრულეს. საზეიმო ლიტურგიას საქართველოში გერმანიის ელჩი ოჯახთან ერთად დაესწრო. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია 1818 წელს დაფუძნდა. ის საქართველოში 1000-მდე წევრს ითვლის და ექვს სამრევლოს აერთიანებს.