შობა ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში

ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა ჩაატარა. წირვის დაწყებამდე მან ტაძარში შეკრებილებს კორონავირუსის მიზეზით დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. საზეიმო მსახურებას საქართველოში გერმანიის ელჩი დაესწრო. შობისთვის მზადება ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ოთხი კვირით ადრე იწყება.