შობა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში

საზეიმო ღვთისმსახურება ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყო ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში. ამ დროს კათედრალი ჩაბნელდა და კარიდან სანთელი, როგორც შობის დადგომისა და სინათლის შემოსვლის სიმბოლო შეიტანეს. ლიტურგიის დროს სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს ანგელოზების საგალობელი.