შობა-ახალი წელი და ქართული ეთნომუსიკა

შობა-ახალი წლის დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია ქართული ეთნო-მუსიკა. ფოლკლორის მუსიკალურ მრავალფეროვნებას, საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელი და ამავე დროს, ერთმანეთისგან განსხვავებული რიტუალები და ტრადიციები ქმნის.

ალილობა, მეკვლეობის წესი, ღვინისა და სუფრის კულტურა, ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, მუსიკაც, რომელიც ამ დღეებში ყველაზე ხშირად გვესმის, პირდაპირ კავშირშია ჩვენს წეს-ჩვეულებებთან.