ანსამბლმა „ლაზიერმა“ 203-ე სკოლის მოსწავლეებს შობა-ახალი წელი მიულოცა

12:24, 21.12.2018

სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე სკოლის მოსწავლეებს, დამდეგი შობა-ახალი წელი კონცერტით მიულოცა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლაზიერმა“.  ღონისძიებამ უკვე ტრადიციული სახე მიიღო. მის მთავარ მიზანს, 203-ე სკოლის მოსწავლეების თანატოლებთან ინტეგრაცია და მათი გახალისება წარმოადგენს.

მსგავსი