საახალწლო ღონისძიება მარნეულში

საახალწლო ღონისძიება იმართება მარნეულში. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საშობაო ბაზრობა გაიხსნა. წარმოდგენილია ადგილობრივების მიერ შექმნილი ნამუშევრები, პარალელურად მიმდინარეობს საბავშვო ღონისძიებები, რომლებიც 5 საათამდე გაგრძელდება. დღესვე სანტა პატარებს ტკბილეულს გადასცემს. მოეწყობა ილუზიონისტის შოუ. 17 საათზე კი კონცერტი დაიწყება, რომელიც 19 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.

დატოვე კომენტარი